Thursday, November 10, 2011

წყლის უსაფრთხოების წესები

1.პროექტის მოკლე აღწერა      არასამთავრობო  ორგანიზაცია "მომავლის გზების"
მიერ შერჩეულ იქნა ამაღლების საჯარო სკოლა ამ ორგანიზაციის და ასევე პროექტის მიზანი იყოწყლის უსაფრთხოების წესების დაცვა  მოსახლეობისათვის გაცნობა როგორ დავიცვათ წყლის უსაფრთხოება.
2.პროექტის სრული აღწერა
.აღნიშნულ პროექტში რომელშიც მონაწილეობდა ამაღლების საჯარო სკოლის  საბუნებისმეტყველო კათედრა . აღნიშნული კათედრის წევრები ერთად ვიმყოფებოდით სოფლის თითქმის ყველა ოჯახში.რათა შეგვესწავლათითეულ  ოჯახში არსებული ყველა ჭა და წყალსაცავი.რომლითაც 70 ოჯახი სარგებლობს. პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო.
ერჯერადი ტესტებით ნიტრატებსა და ნიტრიტებზე შემოწმებული იქნა 60 ჭა. თითქმის ნორმის  ფარგლებში აღმოჩნდა ნიტრატები ნიტრიტები სასმელ  წყალში არ აღმოჩნდა.წყალსაცავის წყალი შემოწმდა   ლაბორატორიაში  ქიმიური და ბიოლოგიური თვალსაზრისით. შედეგი სავალალო აღმოჩნდა წყალი სასმელად უარგისია
ასევე სოფელში შევისწავლეთ ჭების ჰიგიენური მდგომარეობა.აქაც ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ.ჭები არ არის შემოღობილი,არ აქვს სახურავი ,არის შემთხვევები როდესაც ჭის ზედაპირზე ბეტონის საფარი დაზიანებულია ეს ხელს უწყობს წვიმის წყლის ჩაჟონვას და მის ამღვრევას.
სოფელში შემოწმებული 60 ჭიდან წვიმის დროს იმღვრევა 22 ჭა.
მონაწილეთა ასაკი; 14–15 წელი
ვადები;  27 01–26 06
პროქტის  აქტიობები.; ჯგუფური, მსჯელობა, ანალიზი, დასკვნები
სასარგებლო სხვებისთვის–მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გაითვალისწინეს ჩვენს მიერ მიცემული შენიშვნები რაც სამომავლოდ გამოსწორებადია.
სამუშაო ენა– ქართული
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს საბუნებისმეტყველო საგნებში
მოსწავლეები სხვა სკოლიდან – არა
პროექტის ავტორი kacheishvilinino@gmailcom